23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 22-23-ე დღე. დღეს მთვარე თევზებში გააძლიერებს ემოციებს და გიბიძგებთ, იმოქმედოთ არც თუ ისე გონივრულად. მიზანშეწონილია, აქტიურ მოქმედებებს უპირატესობა მიანიჭოთ. 

გამონახეთ დრო კონფიდენციალური საუბრისთვის. ერიდეთ ინტრიგებსა და გაუწონასწორებელ ნაბიჯებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.

ვერძი

შესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება.

კურო

იმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსი, ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლების კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.

ტყუპები

საკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპონით.

კირჩხიბი

მშფოთვარე დღეა, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი

შესაძლოა, უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მხოლოდ საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ, სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.

ქალწული

თუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.

სასწორი

შესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. დიდია შანსი, გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.

მორიელი

იყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.

მშვილდოსანი

წარმატებას მიაღწევთ საქმეში, რაც ასე გაშფოთებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.

თხის რქა

შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას ნურავის და ნურაფერს, ვინც/რაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ცვლილებებ,ი საბოლოოდ, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

მერწყული

გაგახარებთ პატარ-პატარა წარმატებები. თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.

თევზები

კმაყოფილი და იმედით სავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თევზების უმეტესობისთვის, კარგი დღეა.