1742800340
როგორ ვიშოპინგოთ დისტანციურად

პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ბიზნესი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - რეგულაციებიდან დაწყებული ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული. ასეთ დროს გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მოქნილი იქნება და არსებულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირებას შეძლებს. აქედან გამომდინარე სხვადასხვა სფეროს კომპანიებმა უფრო დახვეწეს ონლაინ შეკვეთის მიღების ფორმები, ხოლო ვინც აქამდე არ იყენებდა სრულფასოვნად დანერგეს ეს მიმართულება. რესტორნების სრული უმრავლესობა დელივერი სერვისზე იყო ორიენტირებული. ამ პერიოდში გაჩნდა სხვადასხვა ტიპის სტარტაპები, რომლებიც ცდილობდნენ პანდემია სასიკეთოთ გამოყენებინათ და ამ პერიოდისთვის რელევანტური პროდუქტი და მომსახურება შეექმნათ. ამ პერიოდში ბევრმა ბრენდმა გამართა ონლაინ მაღაზია და საკმაოდ იხეირეს კიდევაც. პანდემიამ მართალია ბევრი პრობლემის წინაშე დაგვაყენა, თუმცა მეორე მხრივ ძალიან დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა მიმართულების გაციფრულებისკენ, რაც იდეაში უკვე დაყწებული იყო, თუმცა პანდემია ერთგვარი ბუსტი იყო, კატალიზატორი, რომელმაც ეს პროცესი დააჩქარა და თანამედროვე რეალობად აქცია.
მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგი პანდემიამდე უცხო არ ყოფილა, თუმცა თუ ვინმე მაინც თავს იკავებდა აქამდე, ახლა ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ ხერხს იყენებს. დიდად სავარაუდოა, რომ პანდემიის საბოლოოდ დასასრულს ეს პრაქტიკა არათუ დამკვიდრდება, არამედ ნებისმიერი ტიპის კომპანია ამ მიმართულებას საკმარის რესურსს დაუთმობს. დღეს უკვე ყველაფერი მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, ხოლო რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც შეგიძლია სასურველი ნივთი თუ პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად, მყუდროდ მოკალათებულმა სმარტფონიდანვე შეიძინო.
ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოიცავს, რაც ქმნის ერთიან დიდ სივრცეს მომხმარებლისთვის. დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი სასურველი სამოსის, სამკაულების, ტექნიკის, აქსესუარებისა თუ მრავალი სხვა რამის შეძენა. ამასთანავე, ეს არის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა ალტერნატივა განვიხილოთ, მაშინვე ვნახოთ მათი მახასიათებლები, შევადაროთ და ავირჩიოთ საუკეთესო. ონლაინ ტექნიკის მაღაზია საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სახის მოწყობილობა აარჩიოთ, შეადაროთ სხვას და აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.
ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი მიმართავს ვაჭრობის ამ პრაქტიკას, რაც იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პროდუქტის სხვადასხვა საიტებზე განთავსება და გაყიდვა. ონლაინ შოპინგით ყოველ წამს ათი-ათასობით ტრანზაქცია ხორციელდება, რისი ზრდაც კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რადგან ნელ-ნელა ეს მიდგომა ჩაანაცვლებს ტრადიციულ ყიდვა-გაყიდვას, ხოლო როდესაც Gen Z მასობრივად შეძლებს საკუთარი შემოსავლის ქონას, ადამიანების უმეტესობა სწორედ სახლიდან შეძენაზე იქნება გადასული.
ქართული ბრენდების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობენ ამ ტენდენციას აყვნენ და კომფორტი შესთავაზონ მოსახლეობას. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი კომპანიაა, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ პრაქტიკას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით დაინტერესების ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი კომპანია გაიაზრებს ონლაინ ვაჭრობის პოტენციალს. დღეს ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო შოპინგი ონლაინაა შესაძლებელი, ამიტომაც უკვე ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი აქ.