როდემდე გაგრძელდება სითბო საქართველოში - სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი
1789058362
როგორ უნდა მოიქცეთ თუკი სამსახური დაკარგეთ და ბანკში სესხი გაქვთ? - ამ თემაზე სამართლის დოქტორი, ადვოკატი სესილი ქადარია საუბრობს.
„თითქმის ყველა საკრედიტო ხელშეკრულებაში არის თანდართული შემდეგი რამ, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა.
ფართო საზოგადოებისთვის არ არის ნაცნობი, რომ თუ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაკარგეთ სამსახური ბანკი ვალდებულია გაგათავისუფლოთ სესხის იმ მოცულობით, რაც იქნა დაზღვეული უმუშევრობის დაზღვევით.
აღნიშნული არ ვრცელდება პიროვნებაზე, რომელიც ნებაყოფლობით დატოვებს სამსახურს“, - ამბობს ადვოკატი სესილი ქადარია.