ტრამპი: პირველი ვადით როდესაც მოვედი, მაკრონს ვუთხარი: „თქვენ ანადგურებთ საფრანგეთს, ქვეყანაში უშვებთ ადამიანებს, რომლებსაც ის სძულთ“

დონალ

პირველი ვადით როდესაც მოვედი, მაკრონს ადრე შევხვდი და ვუთხარი: „თქვენ ანადგურებთ საფრანგეთს. ქვეყანაში უშვებთ ადამიანებს, რომლებსაც ის სძულთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის გადაცემაში Sunday Morning Futures განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში უშვებდა იმ ადამიანებს, რომლებიც, ტრამპის შეფასებით, ფრანგულ კულტურასა და ეროვნულ იდენტობას ეწინააღმდეგებიან. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა სასაზღვრო პოლიტიკამ შეერთებულ შტატებში მსგავსი პრობლემების განვითარება თავიდან აიცილა.

„პრობლემებს იწვევენ ადამიანები, რომლებსაც სძულთ ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია. ეს ძალიან საინტერესოა. ვიღაცამ თქვა: „მათ სძულთ საფრანგეთის ხელოვნება, სძულთ მისი შენობები, სძულთ ყველაფერი, რაც საფრანგეთს უკავშირდება. მათ ხალხიც სძულთ, თუმცა ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევენ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

კითხვაზე, უნდა შეშფოთდნენ თუ არა ამერიკელები შეერთებულ შტატებში მსგავსი არეულობის შესაძლო განვითარებით, ტრამპმა მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ სასაზღვრო უსაფრთხოების ზომებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვფიქრობ, ეს შევაჩერე. საზღვარი დავკეტე. იცით, ჩვენთან ინფილტრაცია ნულოვანი იყო. ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყანაში არალეგალი მიგრანტები არ შემოსულან. ეს თითქმის დაუჯერებელია“, – განაცხადა მან.

✕