პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა. ამავე ვიზიტის პერიოდში, ელჩი "ქუთაისიპოსტს" ეწვია. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა, ამერიკის ვიზების გაცემის საკითხს და პროცედურებს შეეხებოდა.
„პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი იყო შეფერხებული და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა.
ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება ,თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით.“ - განაცხადა კელი დეგნანმა.