პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
18 ოქტომბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ჭიათურაშიც. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +21 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი.
გუდაურში დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.