"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმმა ორშაბათს განაცხადა, რომ დაკეტილი დარჩება, რადგან კვირას მომხდარი საუკუნის ძარცვის შემდეგ, გამოძიება კვლავ გრძელდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საგანძურის დაბრუნების შანსები მცირეა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მუზეუმმა სინანული გამოთქვა ორშაბათს დახურვის გამო, რადგან საფრანგეთი იწყებს იმ თავხედური ძარცვის შედეგების გააზრებას, რომლის დროსაც მძარცველებმა საფრანგეთის გვირგვინის სამკაულები მოიპარეს, რომლებიც ნაპოლეონის ეპოქას მიეკუთვნება.
ცნობისთვის, ქურდებმა, ლუვრის ერთ-ერთ, ყველაზე ძვირფასი სამკაულებით მორთულ ოთახში, აპოლოს გალერეაში შესასვლელად, სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული კიბე გამოიყენეს.
შენობაში შესულმა, სპეციალური ხელსაწყოებით შეიარაღებულებმა მძარცველებმა, მაღალი უსაფრთხოების მქონე ორ ვიტრინას შეუტიეს. ხელისუფლების ცნობით, მთელი ოპერაცია მხოლოდ შვიდი წუთი გაგრძელდა და ეჭვმიტანილები ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ. მათ არაერთი, ძვირადღირებული ქვებით მოჭედილი სამკაულების გატანა შეძლეს.