"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კურსდამთავრებულთა მეორე, მასშტაბური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, რომელმაც ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემარიამ ლაშხმა; საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა;მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა გერარდ კრამერმა; KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა. საკუთარი, წარმატებული სტუდენტური ისტორია წარადგინა KIU-ს კურსდამთავრებულმა, ანი რუსიეშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების ხელმძღვანელები, KIU-ს ქართველი და უცხოელი პროფესორები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. KIU ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში. KIU-ს სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებშიც. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას.
KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა დააკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე. KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო და სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ შორისაა როგორც ადმინისტრაციულ- საგანმანათლებლო, ისე საცხოვრებელი კომპლექსი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.