ავარია იმერეთში - მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა

policiis lenti

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, აეროპორტის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.