1745863963
„როგორ გავუძლო უშენობას? მიყვარხარ, მენატრები...“ - თამუნა მდივანი

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.
გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.
„როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?!როგორ გავუძლო უშენობას?!როგორ გავუძლო შენს მონატრებას?!“,- წერს თამუნა მდივანი.
„ჩემო გიორგი მიყვარხარ და მენატრები შემოგევლე გულში და სულში, ჩემო ვაჟკაცო“,- წერს გარდაცვლილი ბიჭის მამა.
ცნობისთვის, გიორგი მდივანი, ცნობილი „ტიკ-ტოკერისა“ და მსახიობის თამუნა მდივანის ვაჟი იყო.