1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრობს თემაზე - როგორ შეიძლება გაარჩიოს მომხმარებელმა ვირის და ცხენის ხორცი საქონლის ხორცისგან.
„მომხმარებლისთვის ხშირად ძალიან რთულია გაარჩიოს, რომელია ვირის, რომელია ცხენის და რომელია საქონლის ხორცი. არსებობს რამდენიმე ნიშნული - მაგალითად, ცხენს უფრო განიერი ნეკნები და მუქი ფერის ხორცი აქვს, ვიდრე საქონელს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხორცის ზუსტი გარჩევა მხოლოდ პროფესიონალ ვეტერინარს შეუძლია.
ლაბორატორიული კვლევის გარეშე ზუსტად დადგენა, რისი ხორცია, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, რომ მომხმარებელმა შეიძინოს შემოწმებული, ბეჭედდარტყმული ხორცი, რომელსაც ვეტერინარი ამოწმებს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ბეჭედი ჰქონდეს დარტყმული ვირის ან ცხენის ხორცს.
გირჩევთ, ხორცი შეიძინოთ მხოლოდ ორგანიზებულ ადგილებში - მაგალითად, მარკეტებში ან სპეციალიზებულ ობიექტებში, სადაც პროდუქტი ინახება მაცივარში და მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი. ასეთ ადგილებში ხორცის შემოწმება რეგულარულად ხდება.
მომხმარებელი უნდა დააკვირდეს, რომ მთლიანი ხორცი ან საქონელი თვალსაჩინოდ ჩანდეს და ჰქონდეს შესაბამისი ბეჭედი.
საქონლის შემთხვევაში, ბეჭდის დარტყმა ხდება წინა ბარკლებზე და მხრებზე - საერთო ჯამში ოთხ ადგილზე. თავზე ბეჭდის დარტყმა აკრძალულია, რადგან მისი რეალიზაცია არ შეიძლება.
ღორის ხორცის შემთხვევაში კი მეხუთე ბეჭედი თავზე იდება.
გარდა ბეჭდებისა, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფორმა №2, რომელიც ადასტურებს, რომ ხორცი ვეტერინარულად შემოწმებულია“, - ამბობს ირაკლი არაბული.