გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს.
მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გამყრელიძის წასვლა დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც. მისი განცხადებით, ამირან გამყრელიძე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას და ეს კავშირში არ არის "პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.
"მადლობა თქვენი ღირსებისთვის, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვისთვის, ახალგაზრდების უანგარო ხელშეწყობისთვის!"
ამირან გამყრელიძეს საჯარო მადლობას ასევე უხდის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეც.
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის"- წერს ქაშიბაძე სოციალურ ქსელში.