ქალმა სასამართლოს მიმართა, რომ მისთვის თაღლითურ ქოლ-ცენტრში მუშაობა შრომით სტაჟში ჩაეთვალათ
1786820304
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.
როგორც მან განაცხადა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.