„როდესაც ტრაქტორმა მიწის მასა ამოიღო, შევამჩნიე ბავშვის ფეხი...“ - ჯარისკაცის თავს გადახდენილი ორი სტიქია

დიმიტრი ცერცვაძე

დიმიტრი ცერცვაძე ეროვნული გვარდიის იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცია, შოვის ტრაგედიის მეორე დღიდან ეპიცენტრში იმყოფება და სამძებრო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. მძიმე დღეებს, ტკივილით სავსე წუთებს, მზის სხივივით ანათებს და ათბობს ადამიანური თანადგომის მაგალითები. ჩემი რესპონდენტისთვის ეს პირველი მასშტაბური სტიქია არ არის, რომელშიც ჩართულია, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია საკუთარ ოჯახზე აქვს გამოცდილი.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

***

ძალიან რთული და ემოციურად მძიმე იყო ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. მიწის მასა, ქვა, ხის მორები და ტოტები ერთმანეთში იყო არეული. მაშველები წელამდე ლაფში მუშაობდნენ. ადგილზე 90-მდე მძიმე ტექნიკა იყო. იქ ზოგიერთ ადგილზე მიწის მასა 3-5 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთ ადგილზე 6-7 მეტრიც არის. ტრაქტორები მწკრივად, ნაპირიდან მიჰყვებოდნენ და გზას მიიკვლევდნენ. მეც იქვე ვიყავი. როდესაც ტრაქტორის ოპერატორმა კოვშით მიწის მასა ამოიღო და სხვა ადგილზე უნდა გადაეტანა, შევამჩნიე ბავშვის ფეხი - მუხლიდან ქვემოთ... ეს უმძიმესი წუთები არასდროს დამავიწყდება.

***

სტიქიასთან დაკავშირებით ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს, თბილისში ჩემი სახლი ვერეს ხეობაში იყო - იქ, სადაც სტიქია მოხდა. იმ ღამეს ჩემი მეზობელი ჩემ თვალწინ, თავისი სახლიანად წაიღო. საკუთარი თვალით მეორედ მსგავს რამეს თუ ვნახავდი და ამ პროცესში მომიწევდა ჩართვა, მართლა ვერ წარმომედგინა.

- იმ დროს თავად სახლში იყავით?

- ჩემი მშობლები იყვნენ, მე ცოტათი გვიან მივედი. ჩვენი სახლი შედარებით მაღლა, ფერდობზე იდგა, წყალი 1 მეტრამდე მაინც შემოვიდა, მაგრამ ჩემს დაბლა, სოხუმიდან დევნილი ქარდავების სახლი მთლიანად წაიღო.

ასევე ნახეთ:

„ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე… დღეს ჩემი დაბადების დღეა! სიცოცხლე გრძელდება!“ - ხათუნა ხოფერიას ემოციური მიმართვა

ბალისთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ქირურგმა ქალის ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოიღო - უპრეცედენტო შემთხვევა მედიცინაში