ქირურგმა ქალის ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოიღო - უპრეცედენტო შემთხვევა მედიცინაში

ავსტრალია

მეცნიერებმა ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი ჭია იპოვეს. ეს მსოფლიოში პირველი ასეთი შემთხვევაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წითელი პარაზიტის სიგრძე 8 სანტიმეტრი იყო.

„საოპერაციოში ყველას შოკი ჰქონდა, როდესაც ქირურგმა პაციენტის ტვინიდან ანომალია ამოიღო და ეს ანომალია ცოცხალი, 8-სანტიმეტრიანი წითელი ჭია აღმოჩნდა, რომელიც იკლაკნებოდა. ეს სრულიად ახალი ინფექციაა ადამიანში, რომელიც აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა“, - ამბობს კანბერას ჰოსპიტლის ინფექციური დაავადებების ექიმი სანჯაია სენანაიაკე.

სპეციალისტების ვარაუდით, ქალი ჭიით Ophidascaris robertsi მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ავსტრალიაში, საკუთარი სახლის მახლობლად, ტბასთან მცენარეები მოაგროვა, რომლებიც შემდეგ საჭმლის მომზადებისთვის გამოიყენა.

ამის შემდეგ მას ინფექციის სიმპტომები დაეწყო: მუცლის ტკივილი, ხველა, ოფლიანობა და დიარეა. პაციენტი კლინიკაში 2021 წლის იანვარში მოხვდა. სკანირებამ გამოავლინა „ატიპიური დაზიანება თავის ტვინის მარჯვენა შუბლის წილში“. ამის მიზეზი კი მხოლოდ საოპერაციოში გამოავლინეს.

ექიმების თქმით, ახლა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე ნახეთ:

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

,,დაუჯერებელია, მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს…" - ალექსანდრა პაიჭაძე

,,ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში, შენს დაბადების დღეზე... მიყვარხარ, გილოცავ..." - სალომე ხეთაგურის მეგობრის ემოციური პოსტი