„რიყის დოქების“ შესყიდვის მსურველი გამოჩნდა - აი, რის გახსნა სურთ ადგილზე

რიყის დოქები

ავლაბარში, ე,წ, „რიყის დოქები“ ისევ უფუნქციოდაა დარჩენილი. ობიექტის 1 ლარად შესყიდვის სურვილი ცოტა ხნის წინ „ენდორფინმა“ გამოთქვა. კვების ობიექტს შენობაში საკუთარი ფილიალის გახსნა სურს.

„ენდორფინმა“ განცხადებით ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა.

„მეგობრებო, ვისაც გსურთ, რომ “რიყის დოქებში” გაიხსნას „ენდორფინი“, შემოვიდეს ორჯერ მეტი ტურისტი, რაც თავისთავად აამუშავებს რესტორნებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, საკურორტე ადგილებს, ტაქსებს და ზოგადად გააცოცხლებს ყველაფერს და ააგუგუნებს ეკონომიკას, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და თქვენს ფეისბუქ გვერდზე დათაგოთ ეკონომიკოს სამინისტრო და მიაწეროთ – „რიყის დოქები“ 1 ლარად ენდორფინს. მადლობა და იმედია, გიმასპინძლებთ რიყის დოქებში მალე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები” მეხუთედ აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად – 30 მლნ ლარად.

ნახეთ, „ენდორფინის“ განცხადება: