უნდა მოინათლოს თუ არა ბავშვი სასწრაფოდ, როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლება - ეკლესიის განმარტება
1789584607
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დღეიდან, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.