რისთვის არის საჭირო სტუდენტური ID ბარათი - დეტალები

იუსტიციის სახლი

სტუდენტური ID ბარათი – ასე ჰქვია სტუდენტისთვის განკუთვნილ პირადობის მოწმობას, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქის ID ბარათისგან იმით განსხვავდება, რომ ზედ დატანილი აქვს სიტყვა „სტუდენტი“ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

რისთვის გჭირდებათ სტუდენტური ID ბარათი?!

თუ ID ბარათზე სტუდენტი არ აწერია, ვერანაირ სტუდენტურ სერვისს, ფასდაკლებას ვერ მიიღებთ. ეს იქნება რკინიგზა, კინოთეატრის ბილეთი თუ სხვა.

სტუდენტური შეღავათები, როგორც წესი, დაწესებული აქვს სხვა კერძო კომპანიებსაც, რომელიც სტუდენტური ID ბარათის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

იმისათვის, რომ სტუდენტური ID ბარათის აღების შესაძლებლობა გქონდეთ, აუცილებელია, სტუდენტის სტატუსი მონიჭებული გქონდეთ აკრედიტირებულ კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტუდენტური ID ბარათის ასაღებად იუსტიციის სახლს უნდა მიმართოთ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში დარეგისტრირდებით და თქვენი მონაცემები განათლების სამნინისტროს ბაზაში აისახება.

თუ პირადობის მოწმობა უკვე გაქვთ და ზედ „სტუდენტი“ არ არის დატანილი შეგიძლიათ, სტუდენტის სტატუსის დასაწერად,  იუსტიციის სამინისტროში ჩააბაროთ, სადაც 7 სამუშაო დღის ვადაში თქვენს ბარათზე წარწერა „სტუდენტი“ გაჩნდება. ეს მომსახურება უფასოა.

თუ სტუდენტობამდე პირადობის მოწმობა არ გქონიათ, პირდაპირ სტუდენტური ID ბარათის აღება შეგიძლიათ.

60-ის მაგივრად 50 ლარს გადაიხდით – 10 ლარით იაფს, ვიდრე ჩვეულებრივ ID ბარათში გადაიხდიდით. თუმცა ამ ღირებულებას ემატება 5 ლარი ფოტოსთვის და 1 ლარი საბანკო მომსახურებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციაში დაბადების მოწმობით უნდა წარსდგეთ.

თუ სტუდენტის სტატუსით პირადობის მოწმობას ხელმეორედ იღებთ:

ისარგებლებთ 10%-იანი შეღავათით და პირადობის მოწმობისთვის, 60-ის მაგივრად 54 ლარს გადაიხდით, რასაც დაემატება ასევე 5 ლარი ფოტოსთვის და 1 ლარი საბანკო მომსახურებისთვის.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სტუდენტური ID ბარათის წარდგენისას ნებისმიერ ადგილას ისარგებლებთ ყველა შეღავათით, რაც სტუდენტებზე ვრცელდება.

წყარო: EDU.ARIS.GE