რიკი მარტინმა რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინი

რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

მოქალაქეებმა შეტყობინება Biletebi-ისგან მიიღეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თანხას 3-5 სამუშაო დღეში, იმავე ბარათზე დაუბრუნებენ, რომლითაც ბილეთები შეიძინეს.