30 წლამდე ახალგაზრდაა გარდაცვლილი - ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები

qq

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც „პრაიმტაიმს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არსებული ინფორმაციით ის 30 წლის მამაკაცია.  ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა.