„რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს... რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა“ - გია აგირბა

გია აგირბა

„რეტროს“ ყოფილი მენეჯერი, მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ობიექტის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

ზოიძე წერს, რომ თავად ,,რეტრო" ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.

ამ ფაქტს, „რეტროს“ მზარეული, გია აგირბა ეხმიანება: 

„მეგობრებო! „რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან მე "გია აგირბას"არანაირი კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან. მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რაც მე მევალება ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი. რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი გაირკვევა. მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, თორემ ნამდვილად არ დავუშვებდი მსგავს შემთხვევას“, - წერს გია აგირბა. 

ცნობისთვის, თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, „რეტროს“ მფლობელი დააკავეს.