„რაც მანერვიულებს ის არის, რომ ჩანთაში...“ - გოგოლა კალანდაძის შვილის მანქანა გაქურდეს

gogol

გუშინ, საღამოს შვიდ საათზე, ქუჩაში გასულ ელენე ზურაბიშვილს საკუთარი ავტომობილის ფანჯარა ჩამსხვრეული დახვდა. მოპარულია ჩანთა. შემთხვევა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

23 წლის ელენე ზურაბიშვილი მსახიობისა და ტელეწამყვანის, გოგოლა კალანდაძის უფროსი ქალიშვილია.

როგორც გოგოლა "პრაიმტაიმთან" ამბობს, ფალიაშვილის იმ მონაკვეთში, სადაც ეს ფაქტი მოხდა, მსგავსი ინციდენტები იშვიათი არ არის.

გოგოლა კალანდაძე: ელენეს საღამოს შვიდზე დახვდა ამ მდგომარეობაში მანქანა. ფალიაშვილზე მაგ დროს ბევრი ხალხი ტრიალებს. ისეთი ქუჩაა, რომ ფეხით მოსიარულეებითაც და მანქანებითაც დიდი მოძრაობაა. ასე როგორ გარისკა, ვერ ვხვდები. ირგვლივ კამერებია...

ავტომობილიდან მოპარულია ჩანთა, თუმცა იქვე იყო კომპიუტერიც და სხვა ნივთებიც, რომლებიც არ წაუღიათ. ყველაზე ძალიან რაც მანერვიულებს, ეს არის სახლის გასაღებების აცმა, რომელიც ჩანთაში ედო და წაღებულია. ასე უცებ ჩვენი საკეტები არ იცვლება... 

რასაკვირველია, პოლიციაში განაცხადა და დამნაშავეს ეძებენ.

მეგობრებმა მითხრეს, რომ იმ კონკრეტულ  ტერიტორიაზე ელენეს მანქანის გატეხვა უკვე მეხუთე შემთხვევაა. 

გაფრთხილდით, მანქანებში ჩანთები და ძვირფასი ნივთები არ დატოვოთ.