რატომ უნდა იყოს სწორად მართული რისკები კომპანიაში

რისკების მართვის სისტემა

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას თან ახლავს შესაბამისი რისკი, რომელიც ყოველთვისაა აუცილებელი მენეჯერის მხრიდან იყოს გათვალისწინებული და შესაბამისად შეფასებული, რათა გამოსავალი სწორად და მომგებიანად იქნეს ნაპოვნი. რისკის შეფასების უნარი კაცობრიობისთვის ყოველთვის იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა გადარჩევის ეტაპი გადაგველახა და უამრავ წინააღმდეგობასა თუ საშიშროებაზე გვემძლავრა. ნებისმიერი კომპანიისთვის, ისევე როგორც ადამიანისთვის, აუცილებელი იმის განსაზღვრაა, ესა თუ ის ნაბიჯი რა საფრთხეს შეიცავს და რამდენად არის კომპანია მზად მის გადასადგმელად. როგორც წესი, თანამედროვე კომპანიაში ამ ტიპის რისკები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ამიტომაც ჩნდება აუცილებლობა, რომ ისინი გახლდეს გაანალიზებული და შესწავლილი, გადაწყვეტილება კი ეფუძნებოდეს გონივრულ რისკს.

რისკების მართვა ჩამოყალიბდა XX საუკუნის მეორე ნახევარში და თავდაპირველად აღიქმებოდა როგორც ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი სფერო. დროთა განმავლობაში კი, ეტაპობრივად, ბიზნესის მოდელს შეუერთდა და იქცა კომპანიის ნებისმიერი საქმიანობისგან განუყოფელ ნაწილად. რისკმენეჯმენტის კვლევის სფერო მოიცავს უამრავ ისეთ ფაქტორს, როგორიცაა წარმოების რისკების წინასწარ პროგნოზირება, მათი მართვა, შეფასება და ნეიტრალიზება. მართალია, რისკებისგან სრული დაზღვევა შეუძლებელი საქმიანობაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ანალიზი, შემდეგ კი შემცირებაზე ზრუნვა არ უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება უფრო ეფექტური იქნება.

რისკების მართვის სისტემა და მისი შემუშავება დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს თანამედროვე კომპანიებში, რომელიც სხვადასხვა პროცესის აუცილებლად შემადგენელი ნაწილი იქნება და გავლენას იქონიებს მენეჯმენტის მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული სერვისი უმნიშვნელოვანესია ეფექტურად იყოს განხორციელებული, რათა გადაწყვეტილების წარმატება ხშირად ამაზეა დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში კი შეიძლება წარუმატებლობის ალბათობა ძალიან გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, წარმოადგენს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობას და ყოველთვის დგება იმის აუცილებლობა, რომ აღნიშნული საქმე შეასრულოს ამ საქმეში გამოცდილმა პროფესიონალების გუნდს, კომპანიამ კი, შესაბამისი რესურსი გამოყოს ამ მიმართულებაზე.

არსებულ და პოტენციურ რისკებს შეუძლიათ ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა ორგანიზაციის შემოსავლებსა და ზოგადად წარმატებაზე, ამიტომაცაა რისკმენეჯმენტის მთავარი როლი სწორედ ამ რისკებისა თუ კომპანიაზე მოქმედი საფრთხეების აქტიური კონტროლი და მათი ანალიზი. ეს სფეროს საშუალებას იძლევა განსხვავებული რისკების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა ზარალი მინიმალურ დონემდე იქნეს შემცირებული. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გადაწყვეტილებას იღებს, რომ გასწიოს შესაბამისი რისკი, მნიშვნელოვანია მზად იყოს ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, ამისათვის საჭირო კი შესაბამისი რესურსების მობილიზებაა. რაც უფრო მოულოდნელია რისკი, მით უფრო მეტი რესურსია საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად.

რისკების მართვის სისტემა ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დანახარჯებთან და დიდი კორპორაციები აღნიშნულ სისტემას სრულად იყენებენ, მაღალი მოგებიდან გამომდინარე. ამის პარალელურად კი, შესაძლებელია ამ სისტემის ცალკეული ელემენტების იმპლემენტირება იმგვარად, რომ ნებისმიერი ტიპის, ზომისა თუ სფეროს კომპანიაში იყოს დანერგილი მათთვის საჭირო თუ მათზე მორგებული ნაწილი. ამ შემთხვევაში, უნდა გამოიყოს ძირითადი რისკები  და გატარდეს იმ ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მათ შემცირებაში მიიღებს მონაწილეობას. თანამედროვეობაში კომპანიების უმეტესობას, მეტ-ნაკლებად შეუძლია რისკების მართვა, თუმცა სისტემის დანერგვა ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპანიის წარმატებას განაპირობებს.