აშშ-ში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებში, ალიგატორები გადაადგილდებიან
1728591948
სამგზავრო ბარათის შეძენის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი“ განმარტებას ავრცელებს.
მათი თქმით, ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ბეჭდური შეცდომის გამო შეჩერდა კერძოდ, ბარათზე დატანილ ტექსტში სიტყვა საბაგიროს ნაცვლად "საბაგარო" ეწერა.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონიმენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია მს+. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა.
სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.