წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნული გამოცდებიდან ერთი აბიტურიენტი მოიხსნა. მიზეზი გამოცდაზე ტელეფონის შეტანა იყო.
„მოხდა გამოცდიდან მოსხნის ერთი ფაქტი. ეს ფაქტი ეხებოდა ელექტრონული მოწყობილობის, კერძოდ ტელეფონის აღმოჩენას”, – ამბობს გორგოძე.
4 ივლისს აბიტურიენტები ქართული ენა და ლიტერატუის გამოცდაზე გავიდნენ. ამ დღეს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაა 95%-მდე გამოცხადდა, დაიგვიანა 7-მა აბიტურიენტმა, რაც ასევე მათი გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 5 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე სესიით გრძელდება. აპლიკანტები დღესაც ქართულის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ და საგამოცდო პროცესი 18:00 საათზე დასრულდება.