შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ თვითმფრინავების უმრავლესობა სწორედ თეთრი ფერისაა. ამ ყველაფერს საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს.
რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად:
1. მზის სხივების არეკვლა
თეთრი ფერი ყველაზე კარგად ირეკლავს მზის სხივებს, რაც თვითმფრინავს გადახურებისგან იცავს.
2. თეთრი ფერი უფრო გამძლეა
თვითმფრინავებს სხვადასხვა გარემო პირობებთან შეხება ხშირად უწევთ. იქნება ეს მზე, ქარი, წვიმა თუ ძლიერი ყინვა. მუქი ფერები უფრო სწრაფად „იცრიცება" ხოლო თეთრი იერს დიდხანს ინარჩუნებს და ხელახლა შეღებვას ნაკლებად საჭიროებს.
3.ფინანსები
თვითმფრინავის შეღებვა საკმაოდ ძვირად ღირებული და შრომატევადი პროცესია. ხშირად მისი შეღება 150 000-300 000 დოლარამდე ჯდება. იქიდან გამომდინარე, რომ თეთრი საღებავის ღირებულება ბაზარზე უფრო ნაკლებია - ეს ავიაკომპანიებს ფინანსების დაზოგვაში ეხმარება.
4. ფრინველებთან შეჯახების რისკის შემცირება
თეთრი ფერი ცაში უფრო კარგად აღსაქმელია, ამიტომ ფრინველები მას უფრო მარტივად ამჩნევენ და თავს არიდებენ, რაც უსაფრთხოებას ზრდის.
5. დაზიანებების მარტივად აღმოჩენა
თეთრ ზედაპირზე ადვილად ჩანს ბზარები, დარტყმის კვალი, ზეთის ან საწვავის გაჟონვა. ამიტომ ტექნიკური შემოწმება უფრო მარტივია.