პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772134218
პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებზე საპასუხო თავდასხმები დაიწყო, – ინფორმაციას „თალიბანის” სამხედრო დანაყოფი ავრცელებს.
„თალიბანის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელ ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, „ისინი პროვოკაციას შესაბამისად უპასუხებენ“.
„პაკისტანის სამხედრო წრეების მიერ განმეორებითი პროვოკაციებისა და დარღვევების საპასუხოდ, დურანდის ხაზის გასწვრივ პაკისტანის სამხედრო პოზიციებისა და ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევითი ოპერაციები დაიწყო“, – განაცხადა მუჯაჰოდმა.
ცნობისთვის, 22 თებერვალს პაკისტანმა ავღანეთზე იერიში მიიტანა. პაკისტანში განაცხადეს, რომ დარტყმები ავღანეთში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების სამიზნეებზე განახორციელეს მას შემდეგ, რაც რამადანის პერიოდში თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით სამხედრო ავტოკოლონას დაეჯახა, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პაკისტანში ასევე აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულება, რომ თავდასხმები ჩაიდინეს პაკისტანელმა თალიბებმა, რომლებმაც ბრძანებები ავღანეთში განლაგებული ხელმძღვანელობისა და კურატორებისგან მიიღეს.