რატომ არ მიიწვიეს გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში

გერმანიის პრეზიდენტი

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები კიევს უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის ესტუმრნენ, თუმცა ლიდერების შეკრებას, მათი გერმანელი კოლეგა არ შეუერთდება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას შემდეგ გააუქმა ვიზიტის გეგმები რაც, რაც ნათელი გახდა, რომ უკრაინაში ის სასურველი სტუმარი არ იქნებოდა. მის ნაცვლად კიევმა კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვია.

„მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ სურდათ კიევში,"- აცხადებს შტაინმაიერი.

გერმანული გაზეთი Bild უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შტაინმაიერს კიევში შესვლაზე უარი  "ბოლო წლებში რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო" უთხრეს.