„რატო ბიჭოო... გასკდა გული“ - მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

რატი

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„რატო ღმერთო, რატო დაუშვი ამხელა განსაცდელი, უფალს ებარებოდე კეთილო რატი“

„ძალიან დიდი ტკივილია, მით უმეტეს როცა ბავშვობიდან იცნობ და მისი ყველა ნაბიჯებმა დიდ ხელბურთში შენს თვალწინ გაიარა... ძალიან დაგვწყვიტე გული ჩვენო რატი,მეც, მიშიკოს, თქვენ ფაქტიურად ერთად გაიზარდეთ ბიჭებთან ერთად და დღეს ყველას გვტკივა გული შენს გამო... ღმერთმა გაანათლოს შენი სული...“

„რატო ბიჭოო... გასკდა გული“

„ენით აღუწერელი ტკივილი ხარ რატი…“

გებრძოლა სიცოცხლისთვის, რატი. მენანები მიწისთვის ,- ემშვიდობებიან გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში.

✕