რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიცია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე  უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების აღსრულების ნაწილში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. ფორუმზე ხელი მოეწერება ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს როგორც ცენტრალურ, ისე სექტორულ დონეზე ერთობლივ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი,  და ერეკლე ღვინიანიძე.