„რას ვიფიქრებდი, ეს ჩვენი ბოლო ცეკვა რომ იქნებოდა...“ – ლიკა კუჭუხიძე ტრაგიკულად დაღუპული მეუღლის კადრებს აქვეყნებს

ცეკვა

24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.

ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში არქივიდან, მეუღლესთან ერთად ცეკვის კადრებს აქვეყნებს და წერს:

„რას ვიფიქრებდი, ეს ჩვენი ბოლო ცეკვა რომ იქნებოდა, ჩემო ცხოვრებავ“.