1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ - ფაქტი შიდა ქართლის ერთ ერთ სოფელში მოხდა, დაკავებულია 63 წლის კაცი.
„კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ფაქტს მეზობელი შეესწრო. ამასთან, ირკვევა, რომ მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თავად დაკავებული საკმაოდ აქტიური იყო, არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია და პარტიის წევრის სტატუსიც აქვს.
„კურიერი“ დაკავებულის ცოლსაც ესაუბრა.
„იმ ქალმა თქვა სარაიის საპირფარეშოში ვიყავიო, რომ გამოვიარე, "სარაიაში" დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენ ეს გოგო და შენი ქმარიო. ჩემმა შვილმა თქვა, თუ მამაჩემმა ეგ გააკეთა, მე ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო. ჩემმა შვილმა დარეკა...", - ამბობს დაკავებულის ცოლი.