1728846029
რას ამბობს გოგოს მეუღლე, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მაკრატელი ჩაუტოვეს
22 წლის ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუდან ჩარჩენილი სამედიცინო ინსტრუმენტი ამოუღეს, სტაბილურია. მისი მეუღლის თქმით, ქალი თავს უკეთესად გრძნობს.
„უკეთესობისკენაა, გამოჯანმრთელებისკენ. ყურადღებიანად არიან. ჯერ-ჯერობით კლინიკაში რჩება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიგვიხედონ პაციენტს, როგორც საჭიროა და ადამიანის ჯანმრთელობით არ იხუმრონ, ექიმების მოვალეობა რაცაა გააკეთონ. ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს დამერე დაველაპარაკები ყველას”, - აცხადებს ახალგაზრდა გოგოს მეუღლე.
შეგახსენებთ, 22 წლის გოგონას ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა 3 თვის წინ ჩატარდა.
ფაქტს ადასტურებენ მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრშიც და ამბობენ, რომ კლინიკას „გამათლება არ აქვს".