არასრულწლოვან გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა (ინდოეთი)
1740327052
ვინ არის გრიგოლ ნარსია და რას ჰყვებიან 37 წლის მამაკაცზე ისინი, ვინც მას კარგად იცნობს - "კურიერის" გადამღები ჯგუფი დაკავებულის სოფელში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა. სწორედ აქ ცხოვრობდა ნარსია.
მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი მეუღლეს გაშორებული იყო, დედა ემიგრაციაში ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია წარსულში ცრუ ბრალდებით თურქეთშიც დააკავეს.
ბანკზე თავდამხმელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგამოძიებო მოქმედებები ბანოჯაში გვიანობამდე მიმდინარეობდა.