რას ამბობენ გიორგი გველესიანის შვილები მამაზე

გიო

 საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის მშობლები და შვილები „ფორტუნასთორის“ სტუმრები იყვნენ.

შვილზე საუბრისას მშობლებმა აღნიშნეს, რომ გიორგი „გიჟი მამაა“ და მიუხედავად იმისა, რომ წლებია ირანში ცხოვრობს, შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც „ფორტუნამ“ ფეხბურთელის შვილებთან ჩაწერა.

„ფოტო გადამიღეს და მომწერა, ყოჩაღ მამაო. რომ ვკითხე, საიდან გაქვს ეგ ფოტო-მეთქი, მითხრა, მე ყველგან გაკონტროლებო..

როცა მამას რეალურად ვნახულობ, უფრო მიხარია. კამერაში კარგად არ ჩანს.

ირანში რომ იყო ინტერნეტი სულ ჭედავდა“, – უყვებიან „ფორტუნას“ გიორგი გველესიანის შვილები.