რას ამბობენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ბაკურიანში საბაგიროს გაჩერებასთან დაკავშირებით

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ამბობენ, რომ მიტარბიში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მათი მიზეზით არ მომხდარა.

კომპანიის ცნობით, მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, ელექტროენერგიით შეუფერხებლად მარაგდებოდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.