როდის უნდა გაიწმინდოს სასაფლაო აღდგომამდე, რათა პატივი მიაგოთ მიცვალებულთა ხსოვნას
1744142836
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია.
მათივე ცნობით, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-ამდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.
გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:
112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება
112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური
112-2 -Covid -19
Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.