ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია - აკაკი სინჯიკაშვილი

სოციალურად დაუცველი

სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი სინჯიკაშვილი სოციალურად დაუცველი პირის მძიმე სურათს აქვეყნებს და შესაბამის სტრუქტურებს უმწეოთათვის დამატებით თავშესაფრის  გახსნას სთხოვს.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე ადამიანი გაიყინა სიცივეში, რაც მთელი ქვეყნის სირცხვილია. 

„პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს არა? 

უკვე ისე შეერივნენ ნაგავს ქუჩაში, ვეღარც ვარჩევთ, ნაგავია თუ ადამიანი.
რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში.ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია. ასეთი რამდენია ქალაქში იცით? გამვლელის იმედზე სადამდე უნდა იყონ ოთხმოცი წლის მშიერი და გაყინული მოხუცები? გადააკეთეთ ნებისმიერი შენობა და გახსენით დავრდომილების, უსაბუთოების, უმწეოების და მძიმე ავადმყოფების უფასო თავშესაფარი!!!

შექმენით სამსახური, რომელიც ღამე ქუჩაში ივლის და სიკვდილის პირას მისულებს გადაარჩენს.

გახსენით ერთი პატარა სამედიცინო პუნქტი, სადაც უფასო იქნება მარტივი წამლები.
ნუ ყრით ამდენ საჭმელს, მიეცით უფლება კვების ობიექტებს, დაარიგონ საჭმელად ვარგისი პროდუქტი და გახსენით კვების უფასო პუნქტი!

ზამთარში მაინც ქენით ვისაც შეგიძლიათ, ღამე როგორ გძინავთ ბიჭო, ვისაც ამის შეცვლა შეგიძლიათ და არ შვებით.

ავადმყოფი მოხუცები როგორ უნდა კანკალებდნენ მთელი ზამთარი ყინვაში. მთელი ქვეყნის სირცხვილია, რომ არ არსებობს დავრდომილთა და უმწეოთა უფასო თავშესაფარი! არცერთი!

ძნელია? თუ ფოტოზე რასაც ხედავთ ეგ უფრო ძნელია? მიეცით რამე მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს. 

სირცხვილია. და წინ სიბერეა“, - წერს აკაკი სინჯიკაშვილი.