ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან ზალკალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან და თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, რეზო ხეცურიანთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.
მერიის მიერ შეძენილ საჩუქრებთან ერთად ოჯახებს გადაეცათ საქართველოს ,,წითელი ჯვრის საზოგადოების" მიერ გამოგზავნილი საჩუქრები. მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ ოჯახებს განსაკუთრებით მიულოცეს ძველით ახალი წელი, ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვეს!