1790604953
როგორ ამარტივებს Wildberries ონლაინ შოპინგს საქართველოში?
შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად გარდერობის განახლება, ბავშვებისთვის საჭირო ნივთების შეძენა თუ სახლისთვის სხვადასხვა პროდუქტის შერჩევა უფრო აქტუალური ხდება. ონლაინ შოპინგი ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, თუმცა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კვლავ შეკვეთის მიღების სისწრაფე და კომფორტია.
Wildberries საკუთარ მომხმარებლებს საქართველოში (თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და გორში) კურიერული მიწოდების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის საშუალებითაც შეკვეთის მიღების პროცესი კიდევ უფრო მოქნილი ხდება.
ექსპრეს-მიწოდება თბილისში სასურველი დროის მონაკვეთის არჩევით
თბილისში ექსპრეს-მიწოდების სერვისის გაფორმებისას შესაძლებელია სასურველი ორსაათიანი დროის მონაკვეთის არჩევა, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში კურიერის მოლოდინი არ სურს.
ამასთან, მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს, შეკვეთაში არსებული რომელი პროდუქტის მიღება სურს ექსპრეს-მიწოდებით.
როგორც კი შეკვეთა კურიერს გადაეცემა და მიწოდების პროცესი დაიწყება, მომხმარებელი შეკვეთისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე სპეციალურ ბმულს იღებს. მისი საშუალებით შესაძლებელია კურიერის გადაადგილების რეალურ დროში ნახვა და შეკვეთის ადგილმდებარეობის კონტროლი.
ექსპრეს-მიწოდებით სარგებლობის პირობები
ექსპრეს-მიწოდებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია რამდენიმე პირობის გათვალისწინებაც. შეკვეთის ღირებულების სრულად წინასწარ გადახდა სავალდებულოა.
გარდა ამისა, თუ მომხმარებელი მიღებული პროდუქტის დაბრუნებას გადაწყვეტს - მან პროდუქტი თავად უნდა მიიტანოს Wildberries-ის გაცემის პუნქტში და დაბრუნების სტანდარტული პროცედურა გაიაროს.
დიდი ზომის ან მძიმე წონის შეკვეთები პირდაპირ თქვენს მისამართზე
დიდი ან მძიმე შეკვეთების შემთხვევაში სახლში მიწოდება მომხმარებელს დამატებითი ტრანსპორტირების საჭიროებას უმცირებს - განსაკუთრებით ტექნიკისა და შედარებით მოცულობითი პროდუქციის შეძენისას.
საქართველოს მასშტაბით Wildberries-ის დაახლოებით 100 გაცემის პუნქტი ფუნქციონირებს
მიუხედავად კურიერული მიწოდების სერვისის განვითარებისა, მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია Wildberries-ის გაცემის პუნქტებიც. ამჟამად საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 100 პუნქტი ფუნქციონირებს.
ეს მომხმარებელს აძლევს არჩევანის საშუალებას - შეკვეთა მიიღოს გაცემის პუნქტში ან, შესაბამისი სერვისის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, პირდაპირ სასურველ მისამართზე.
აქვე შეგახსენებთ, Wildberries მომხმარებლებს პერიოდულად სხვადასხვა აქციასა და სპეციალურ შეთავაზებასაც სთავაზობს. ცალკეულ კატეგორიებში ფასდაკლება 80%-მდე აღწევს, რაც ჩვენთან შოპინგს კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის.











