1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა მოახდინეს მეწყრული მონაკვეთების ვიზუალური შესწავლა-დათვალიერება შემდგომი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნისა და რეკომენდაციის გაცემის მიზნით. მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ შექმნილმა ვითარებამ საჭირო გახადა ცხმორი-ღუნდას დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გაწმენდა-გაფაროთოების სამუშაოების ჩატარება, ამ დროისათვის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ალტერნატიული გზით.
მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია.