სტიქია ბათუმში - დაზიანებულია შენობების სახურავები, ავტომობილი და წაქცეულია ხეები

stiqia batumshi

ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი და ავტომობილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა ავტობუსის მოსაცდელიც. ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა მოძრაობა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

ქალაქში არსებულ ვითარებას ეცნობა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.