სტიქია ვანში - მეწყერმა საავტომობილო გზა დააზიანა

გზა

გამთენიისას, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 მე-8 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დილიდან ადგილზე იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუაბრია.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია ,საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.

ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით.

კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით,ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა , რათა არ შეფერხდეს საავტომობილო მიმოსვლა , გზის სრულად აღდგენამდე.

შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სტიქიის განვითარების მიზეზებს და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.