ფესტივალი

რეგიონი • 1792480807

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო.ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, კაპელა და სოლისტები წარდგნენ.ფესტივალი გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა და ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და კლასიკური მუსიკისადმი საზოგადოების ინტერესის გაძლიერებას ემსახურება.გალა-კონცერტის ფარგლებში, „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საოპერო სოლისტებს მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილსა და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.პროგრამის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ალექსანდრე ხომერიკის მნიშვნელოვან როლს ბათუმში საოპერო თეატრის განვითარებაში და ფეატივალს შეკოქმედწბითი გაძლიერება და წარმატებები უსურვა.ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ა(ა)იპ „რიტმას“ ორგანიზებით, ბათუმის მერიისა და დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები, ალექსანდრე ხომერიკის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.

თამარ ჩიბურდანიძე

პოლიტიკა • 1792413305

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას, რომლის იდეოლოგიაც ეფუძნება რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვას.თამარ ჩიბურდანიძე იმაზეც წერს, თუ რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად და ეჭვობს, რომ ეს არეულობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.„ის, რაც დღეს საფრანგეთსა და ბრიუსელში ხდება, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდების პროტესტი არ არის. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქციებია, რომლებიც წინასწარ მომზადებული გეგმით იმართება. როგორც ჩანს, დემოკრატიის „ნორმად“ იქცა ახალგაზრდების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.საქართველოშიც ხომ იგივე სტანდარტით, სტუდენტების ხელით წვავდნენ ყველაფერს. რა ხდება რეალურად საფრანგეთში და მოედება თუ არა ეს ტალღა მთელ ევროპას? საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.ის, რასაც ახლა ვხედავთ, მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირებაა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას. ეს არის „დიპ-სტეიტის“ (Deep State) იდეოლოგია, რომელმაც თავის დროზე მოძრაობა „ანტიფა“ შვა. „ვოუქიზმი“ გამოფხიზლებას ნიშნავს და, როგორც ჩანს, ევროპა სწორედ ამ საშინელებას ელოდა, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო. ფერადკანიანების მიერ შექმნილი ეს მოძრაობა ოფიციალურად რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვასა და ინკლუზიურობას ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

პროკურატურა

სამართალი • 1792402762

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად გარდაქმნა თანხა კრიპტოვალუტაში და მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი სიორიძე

პოლიტიკა • 1792399777

„ლელო-ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს

ივანიშვილის ანტიქართული „ოცნება“ ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური არჩევანის წართმევას და მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას ცდილობს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის, „ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე“.სიორიძე სახალხო დამცველს მიმართავს, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე სამართლებრივი პოზიცია დააფიქსიროს.„მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები, თითოეული სამართლებრივი და საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ბედი საფრთხეშია.ველოდებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეაფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს. თუმცა, პარტიების აკრძალვის პროცესი გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ოპოზიციური ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა. სარჩელში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი. ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა შეიძლება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებად გამოცხადდეს.თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შესაძლოა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს. კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას უკავშირდება. ეს არჩევანი კი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით „გააღიზიანებს“ თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება“,- აცხადებს გიორგი სიორიძე.

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა • 1792154100

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა "ბიძინას რეჟიმი" დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ "რეჟიმმა" ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი- „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“. რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა, რა შეიძლება იგულისხმებოდეს,- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.კაკაბაძის თქმით, სწორედ „ბიძინას რეჟიმმა“ გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისგან, გახსნა სასამართლო სისტემა, შექმნა ადამიანური პირობები პატიმრებისთვის, დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოუპოვა ჯერ უვიზო რეჟიმი, ხოლო შემდეგ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.მისივე თქმით, რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ამ ყველაფერს, მსგავსი კანონების ანალოგები თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოიძებნება, „უბრალოდ, დაინტერესებული პირები იმ ქვეყნებში ასეთ კანონებს „დემოკრატიის დაცვისათვის“ აუცილებელს ეძახიან, ხოლო ჩვენთან - „ბიძინას რეჟიმის“ გასამყარებელს.“„რა არის „ბიძინას რეჟიმი“?საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“,„ივანიშვილის რეჟიმი“,„ბიძინას რეჟიმი“.ტერმინებად ქცეულ ამ სიტყვებს ისე ხშირად და გაუცნობიერებლად იმეორებს ბევრი, რომ არ ფიქრობს ამ სიტყვათწყობის გენეზისზე, მის შინაარსზე და მნიშვნელობაზე.არადა, რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა, რა შეიძლება იგულისხმებოდეს და რას მოიცავდეს „ბიძინას რეჟიმი“.ამ „რეჟიმის“ შექმნის ისტორია იწყება 2011 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უერთდებოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ქართველი ხალხის უმრავლესობის ბრძოლას სააკაშვილის დიქტატორული და ტერორისტული მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდაპატიმრების სისტემურ და სისტემატურ წამებას ციხეებში, საზოგადოებაში შიშის დათესვის მიზნით ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვასა და კრიმინალებად შერაცხვის პრაქტიკაში დამკვიდრებას,„ბიუჯეტის შევსების“ კეთილშობილური მოტივით ბიზნესმენებისათვის ფულისა და ქონებების ჩამორთმევას მათ მიმართ რეპრესიების განხორციელების ან ასეთის მუქარის გზით, უსამართლო სასამართლოს დამკვიდრებას, უკანონო ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მასობრივად განხორციელებას და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას, ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დაკარგვას და ა. შ. და ა. შ.ასე დაიწყო „ივანიშვილის რეჟიმი“.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ დოკუმენტური მასალების საფუძველზე (აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებით, დაზარალებულთა ჩვენებებით, ბრალდებულთა აღიარებებით და ა. შ.) ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები,სასჯელის ვადა შეუმცირა ბევრ უკანონო და წამებაგამოვლილ პატიმარს,გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულები და ა. შ.„ბიძინას რეჟიმმა“ ჩამოაყალიბა 4-პარტიული კოალიცია,ბიზნესი გაათავისუფლა ტერორისგან,გახსნა სასამართლო სისტემა,შექმნა ადამიანური პირობები პატიმრებისთვის,დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,საქართველოს მოუპოვა ჯერ უვიზო რეჟიმი, ხოლო შემდეგ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.პარალელურად „ბიძინას რეჟიმმა“ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი არათუ არ დასაჯა, არამედ საკუთარ რიგებშიც გააერთიანა. განსხვავებით სააკაშვილისაგან, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეების თითქმის 100% „ნებაყოფლობით“ გაუშვა პენსიაზე,„ბიძინას რეჟიმს“ არ დაუწყია ძველი მოსამართლეების მასობრივი დევნა და მისცა შესაძლებლობა, არა ბრძანებებით, არამედ კანონებზე დაყრდნობით მიეღოთ გადაწყვეტილებები.ეს შეიძლება სადავო ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ კანონსაწინააღმდეგოდ მათი მასობრივი განდევნა სასამართლო სისტემიდან უფრო სწორი და კანონიერი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ძველი მოსამართლეების დატოვებას მაშინ მოითხოვდა ყველა - უცხოელი „დაუძინებელი მეგობრებიდან“ დაწყებული, ოპოზიციური პარტიებით გაგრძელებული და არასამთავრობოებით დამთავრებული.უფრო მეტიც, „ბიძინას რეჟიმმა“ უსიტყვოდ გაიზიარა უცხოელების და არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატები და სწორედ მათ ნიშნავდა პირველი 10 წლის განმავლობაში სახალხო დამცველებადაც, ცესკოს თავმჯდომარეებადაც და სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებადაც.პარალელურად „ბიძინას რეჟიმი“ სწრაფი ტემპით ავითარებდა ეკონომიკას, რამდენიმე წელიწადში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმდენი საცხოვრებელი და ფულადი კომპენსაცია გადასცა, იმდენი თანხები გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, რაც მანამდე ერთად აღებულ 20 წელიწადში არ ღირსებია ქვეყანას.ამასობაში თანდათან თავი წამოყვეს ნაც პოლიტიკოსებმა და მათმა მიმდევრებმა, რომლებსაც მანამდე ქუჩაში გამოსვლისაც კი რცხვენოდათ.განსაკუთრებით გააქტიურდნენ როგორც გახიზნული ნაც დამნაშავეები, ისე „ბიძინას რეჟიმში“ გადაბარგებული ნაცები, რომელთა უმრავლესობა ფარულად ხელს უწყობდა საპროტესტო მუხტის გაძლიერებას და სახელმწიფო გადატრიალებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.მათი მიზანი იყო ხელისუფლების დელეგიტიმაციის ილუზიის შექმნა და მსოფლიოსთვის იმის დაჯერება, რომ „ბიძინას რეჟიმი“ მხოლოდ არჩევნების გაყალბების გზით ინარჩუნებდა ხელისუფლებას.აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ იყო, რომ 2020-2025 წლებში რევოლუციის (ანუ სახელმწიფო გადატრიალების) თითქმის ყოველწლიურ მცდელობებს ჰქონდა ადგილი.თუ გავითვალისწინებთ ამ წლებში დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომს და გამწვავებულ საერთაშორისო ვითარებას, გარედან და შიგნიდან ხელისუფლებაზე განხორციელებულ მძიმე ზეწოლებს, დავინახავთ, რომ „ბიძინას რეჟიმმა“ ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა და შეიძლება ითქვას განადგურებასაც კი გადაარჩინა.ამ წლებში ბევრმა ჩანერგილმა თუ სუსტმა პიროვნებამ გამოამჟღავნა საკუთარი თავი, მათი ნაწილი ან გაერიდა პოლიტიკას, ან შიშისა და სულმოკლეობის გამო ოპოზიციონერთა რიგებში გადაბარგდა.ოცნებაში ჩაბუდებულმა ნაცებმა კი დრო იხელთეს და ღიად გამოვიდნენ ასპარეზზე.როდესაც ასეთებმა თვითლუსტრაციის გამო საკუთარი თბილი პოზიციები დაკარგეს, უფრო გამწარებულები და გამძვინვარებულები შეებრძოლნენ „ბიძინას რეჟიმს“, რომლის წევრები გუშინ და გუშინწინ თვითონვე იყვნენ.ამან განაპირობა ის, რომ „რეჟიმმა“ რამდენიმე ისეთი იძულებითი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის დაცვის მიზნით ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება მიიღებდა.მართალია, სადავო და საკამათო გახდა „ფარას“ მსგავსი ე. წ. რუსული კანონი და პარტიების აკრძალვის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის გზით, ისევე, როგორც ე. წ. სქროლვა-სქრინვის კანონი და შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის დაზუსტებები (ის, რომ მიტინგების სახელით ჩადენილი ბარბაროსობა გახდა დასჯადი, ის რომ 20-მა კაცმა გზა არ უნდა გადაკეტოს, ნიღბებით მიტინგობანა აიკრძალა, ფეიერვერკები არ უნდა ესროლონ პოლიციელებს და შენობებს და ა. შ.), მაგრამ ჯერ ერთი, მსგავსი კანონები ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია და მეორეც, ასეთი ცვლილებების მიღება სწორედ ოპოზიციის აგრესიული და ძალადობრივი მოქმედებების გასანეიტარალებლად გახდა გარდაუვალი აუცილებლობა. ამიტომ, რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ამ ყველაფერს, ასეთი კანონების ანალოგებს თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოძებნით. უბრალოდ, დაინტერესებული პირები იმ ქვეყნებში ასეთ კანონებს „დემოკრატიის დაცვისათვის“ აუცილებელს ეძახიან, ხოლო ჩვენთან - „ბიძინას რეჟიმის“ გასამყარებელს. ისევე როგორც, მაგალითად, საფრანგეთის პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება „დემოკრატიის და წესრიგის დაცვაა“, ხოლო ქართველი პოლიციელების მიერ პროპორციული ძალის გამოყენება (თუნდაც ცალკეული პოლიციელების მიერ გადამეტებულიც), აუცილებლად „რეჟიმის“ დაცვაა და არა წესრიგის. ისევე როგორც პარტიების აკრძალვა სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დაცვაა, ხოლო საქართველოში - „ბიძინას რეჟიმის“ დაცვა.როგორც ვიცით, ამ უკანასკნელ თემაზე დაახლოებით ერთ კვირაში იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო და ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ერთი შეკითხვა კი აუცილებლად იბადება: როგორც ვიცით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას ჯამურად ხმა მისცა დაახლოებით 800 ათასმა ადამიანმა და ოპოები დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „ბიძინას რეჟიმი“ ამდენ ამომრჩეველს ართმევს ხმასო.ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ სად არის ეს 800 ათასი მოქალაქე, რატომ არ გამოდიან თავისი ხმების დასაცავად თუნდაც მათი მეათედი ან მეოცედი ნაწილი მაინც?ან თუ აკრძალეს ეს პარტიები, მათი რა ნაწილი გამოვა საპროტესტოდ?ამ კითხვებზე 2 პასუხი არსებობს: ან არავითარი 800 ათასი ხმა ოპოზიციურ პარტიებს არ მიუღიათ და რაღაც მაქინაციებით კომისიებში ჩაბუდებულმა ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა გააყალბეს ეს ხმები, ან ეს 800 ათასი ამომრჩეველი სულაც აღარ უჭერს მათ მხარს, რადგან ოპოებმა არც მათი დაკვეთა შეასრულეს (არ შევიდნენ პარლამენტში) და ვერც სხვა ფორმით შეცვალეს მათთვის საძულველი„ბიძინას რეჟიმი“,- წერს ნანა კაკაბაძე.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792061340

ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე

ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და ახლა თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე ნინო ლომჯარიას მიწვევა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას და ბავშვურ ქცევას ადასტურებს."ნინო ლომჯარია იყო 2024 წლეს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ნინო ლომჯარია გახსოვთ, რომ ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში. ნინო ლომჯარია იყო ის, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით.აღარ გავიხსენებ იმას, რომ როგორც სახალხო დამცველი ის უბრალოდ ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საქართველოს სახალხო დამცველთა ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილი ჩაიდინა, რომ ტყუილი დასკვნები გავრცელა მსჯავრდებულთან დაკავშირებით. ასე რომ, ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და ახლა თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოს თავდასხმაზე.რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას, ბავშვურ ქცევას. გინდა ბრიუსელი, გინდა ევროკავშირის ელჩი, როგორც ისინი იქცევიან, სიმართლე გითხრათ, თვალებს არ ვუჯერებ ხანდახან, რასთან გვაქვს საქმე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ გლობალური მოთამაშე იყვნენ. ამიტომაც არიან ჩახსნილი ნებისმიერი საერთაშორისო სერიოზული საუბრებისგან, იხვეწებიან, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში, არც რუსეთს აინტერესებს მათთან საუბარი, არც ამერიკელებს აინტერესებთ მათი მონაწილეობით საუბარი. აი ამ უმწიფრობით დამართეს ზუსტად საკუთარ თავს ის, რაც დამართეს და ეს კონფრონტაციული გზა უბრალოდ არსაით არ მიდის, აზიანებს საბოლოო ჯამში თავად ევროკავშირს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1791885821

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.სადღობელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანა კი არა, საკუთარი დიდი ოჯახია, თითოეული მოქალაქის დარდითა და სიხარულით მცხოვრები, გულწრფელი და მზრუნველი მამასახლისი.მისივე შეფასებით, როცა ლიდერის მთავარი დასაყრდენი ხალხის სიყვარულია, ხოლო მთავარი მიზანი ოჯახის, ანუ საქართველოს კეთილდღეობა და მშვიდობა, ასეთ ერთობას ვერაფერი შეარყევს.„არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც პოლიტიკაზე ბევრად მეტია. ეს არის იმედი, სიმშვიდე და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარული. - ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა. მისთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანა კი არა, საკუთარი დიდ ოჯახია, თითოეული მოქალაქის დარდითა და სიხარულით მცხოვრები, გულწრფელი და მზრუნველი მამასახლისი. სწორედ ამ თბილმა, ოჯახურმა დამოკიდებულებამ, საქმით დამტკიცებულმა სიყვარულმა და ხალხის გულებამდე მიღწეულმა სიკეთემ გახადა ის ჭეშმარიტი სახალხო ლიდერი. როცა ლიდერის მთავარი დასაყრდენი ხალხის სიყვარულია, ხოლო მთავარი მიზანი ოჯახის, ანუ საქართველოს კეთილდღეობა და მშვიდობა, ასეთ ერთობას ვერაფერი შეარყევს“, - წერს სადღობელაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791832533

შალვა პაპუაშვილი: ნათელი გახდა, რომ საქმე გვქონდა მცდელობასთან - NGO სექტორი გამოყენებულიყო საქართველოზე, საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე ზემოქმედების იარაღად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორი, რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოელი დონორი საქართველოზე ზემოქმედებისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის შეთანხმებულად მოქმედებდნენ.მისი თქმით, ეს პროცესი 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც ISFED-მა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები გაავრცელა, რაზე დაყრდნობითაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს."რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც "ქართული ოცნებისთვის" და საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე გვქონდა უკვე მცდელობასთან, რომ NGO სექტორი გამოყენებულიყო საქართველოზე, საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე ზემოქმედების იარაღად. 2020 წელი, ტყუილად არ ვახსენე, 2020 წლის არჩევნები, გახსოვთ, ISFED-ის მიერ გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები, სადაც ჩვენ ვნახეთ როგორ მოქმედებს შეთანხმებით NGO, ISFD, რომელმაც ყალბი შედეგები გაავრცელა და მიუხედავად იმისა, რომ მივუთითებდით მცდარ მონაცემებზე, უკან არ იხევდნენ. ეს აჩვენებს იმას, რომ მასთან ერთად შეკრული იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სწორედ ამ პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, ამ პროცესში და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა დონორი USAID, რომელმაც უკვე დადასტურებით ვიცით, რომ იცოდა ამის შესახებ, რომ ეს იყო ყალბი მონაცემები და პირადად ჩვენ გვატყუებდა. მეც პირადად USAID-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა მომატყუა, რომ ყველაფერი სწორი იყო და თავისთავად იცოდა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა ქალბატონმა დეგნანმა, ვინაიდან USAID გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუცია. რაც იცის USAID-მა, ის იცის ელჩმაც. ამიტომ ჩვენ მაშინ დავინახეთ ერთად შეკრული რადიკალური ოპოზიცია, NGO სექტორი და არა მხოლოდ ISFED, ყველა იყო ამაში ჩართული, ისინიც, ვინც გაჩუმდნენ მაშინ და ხმა არ ამოიღეს. ჩვენ მაშინ საიასაც და სხვა NGO-ებსაც ვესაუბრეთ, ვთხოვდით იმას, რომ ჩარეულიყვნენ და შეემოწმებინათ პარალელური დათვლის შედეგები, ყველამ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და მიატოვა საქართველო საჯიჯგნად.ანუ, ერთად შეთქმული იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, NGO, დონორი და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი. მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ გამოვიტანეთ და დავინახეთ იყო, რომ ქვეყანაში გვქონდა სისტემა, რომლითაც უცხოური დაფინანსებით, ადგილობრივი ჩვენი მოქალაქეების გამოყენებით ხდებოდა უცხო დღის წესრიგის შემოტანა. ამ შემთხვევაში, 2020 წლის არჩევნების მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხდა "ნაციონალური მოძრაობა", სცადეს რადიკალური დღის წესრიგით ხელისუფლების შეცვლა." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგივე განმეორდა 2024 წელს, ისევ ISFED-ის მონაწილეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში, საერთოდ არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები.პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე გაიხსენა 2020 წლის შემდგომი მოვლენები, მათ შორის 2021 წელს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ნათელია რისთვისაც - არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის."ამას მიყვა 2020 წლის შემდეგი მოვლენები - 2021 წელს სააკაშვილის შემოპარება საქართველოში, როდესაც ის რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა ბრიუსელში და შემდეგ გაჩნდა საქართველოში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გასაგებია რისთვისაც, არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და ვნახეთ მისი დაპატიმრების შემდეგ კვლავ ერთად შეკრული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის დახსნას ცდილობდა, NGO სექტორი, რომელიც ყალბ განცხადებებს აკეთებდა მაშინდელი სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით და თანამონაწილე იყო იმ სიყალბის, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხებოდა, ამაში ჩართული იყვნენ უცხოელები, შეგახსენებთ ევროპელი ელჩების, ევროკავშირის დღევანდელი ელჩის თაოსნობით დემარშს, აბსოლუტურად ყალბი საბაბით, რომ თითქოს სააკაშვილი კვდებოდა და ამას ეუბნებოდნენ იუსტიციის მინისტრს, რომ კვდება და იცოდეთ ის, რომ მოკვდება, მერე აღარაფერი გეშველებათო. გადმოგვეცით, გავიყვანთ ევროპაში და ვუმკურნალებთო - სინამდვილეში ეს გულისხმობდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო სააკაშვილი." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ესპანეთის არჩევნები

მსოფლიო • 1791704885

Politico-ს კვლევა აჩვენებს, რომ ესპანეთში დაგეგმილი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში შესაძლოა მოვიდეს ულტრა-მემარჯვენე პარტია Vox, რომელიც გერმანული AFD-ის მჭიდრო მოკავშირეა

ესპანეთში, 29 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას სავარაუდოდ კონსერვატიული ძალები მოიპოვებენ. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.გამოცემის ცნობით, ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ (PP), სავარაუდოდ, პირველ ადგილს დაიკავებს (ხმების დაახლოებით 33%-ით, POLITICO-ს გამოკითხვების შეჯამების თანახმად). მიუხედავად ამისა, მას სტაბილური კოალიციის შესაქმნელად, თითქმის დანამდვილებით, მოუწევს გაერთიანება პარტია „ვოქსთან“ (Vox), რომელსაც ამომრჩეველთა დაახლოებით 18%-ის მხარდაჭერა აქვს. ამ შემთხვევაში, ესპანელი ულტრა-მემარჯვენეების ლიდერი სანტიაგო აბასკალი, პარტნიორობის სანაცვლოდ „ვოქსის“ დღის წესრიგის საკვანძო ელემენტების გათვალისწინება მოითხოვოს. პარტიის მიზნებს შორისაა: არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია; სოციალური შეღავათების მინიჭებისას ესპანეთის მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭება უცხოელებთან შედარებით; სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების წესების მკვეთრი შემცირება; და გენდერული თანასწორობისა და LGBTQ+ თემის მხარდაჭერის შეზღუდვა.2023 წელს „ვოქსმა“ კონგრესში 350-დან 33 ადგილი მოიპოვა, ახლა კი მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებელს გააორმაგებს. „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში მას, სავარაუდოდ, მყარი უმრავლესობის ნაწილად ყოფნის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის სექტემბერში ესპანურმა Vox-მა საჯაროდ მოიწონა AfD-ის საარჩევნო წარმატება გერმანიაში და ორივე პარტიის საერთო პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მასობრივი მიგრაციისა და მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგობაზე.

სალია

სამართალი • 1791654300

პაატა სალია: „მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებისას ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. თუ არის ერთეული შემთხვევა, ამაზე რეაგირება არის მყისიერი“

„როგორც კი მსჯავრდებულმა დავითაძემ სახალხო დამცველთან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი იყო დანაშაული, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებას ამასთან დაკავშირებით ვერ ჩავატარებდით და გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რათა დაედგინა ფაქტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს არის ფაქტი და ამით ეს თემა დაიხურა“, - ამის შესახებ პაატა სალიან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.მინისტრმა ისაუბრა იმ ვითარებაზეც, რაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებში 2012 წლამდე არსებობდა.„მე ვახსენე, საიდან დავიწყეთ და რისი გაკეთება მოვახერხეთ 14 წლის განმავლობაში. თქვენ ახლა ცდილობთ, შეადაროთ დღევანდელი მოცემულობა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ პერიოდს, რაც მეგის ქარდავას დროს იყო. როგორც კი მსჯავრდებულმა დავითაძემ სახალხო დამცველთან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი იყო დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებას ამასთან დაკავშირებით ვერ ჩავატარებდით და გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რათა დაედგინა ფაქტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს არის ფაქტი და ამით ეს თემა დაიხურა. ჩვენ არასდროს უარვყოფთ, რომ სისტემაში, შესაძლოა, რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებისას ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. თუ არის ერთეული შემთხვევა, ამაზე რეაგირება არის მყისიერი“, — განაცხადა პაატა სალიამ.

 საქართველოს პროკურატურა

სამართალი • 1791615407

საქართველოს პროკურატურა: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.„ საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ,,კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე ,,კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს - გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა • 1791541680

გიორგი გამსახურდია: "აკაცუკების" გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია. შეშფოთებას იწვევს თურმე, როცა ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის

გიორგი გამსახურდია, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ "აკაცუკებისთვის" შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმენი მიკერძოებული არ არის.გამსახურდია იოსელიანს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის ისეთი სახალხო დამცველია მისაღები, როგორებიც ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე არიან."აკაცუკების გადმოსახედიდან, თურმე მარტო ერთი ვიწრო, ძალიან ვიწრო, პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები  სახალხო დამცველი. მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე.შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევანი არ არის მიკერძოებული და თეთრზე შავს არ იძახის ხოლმე.ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა, ჩემ ძვირფას მეგობარს, ლევან იოსელიანს", - წერს გიორგი გამსახურდია.

✕