საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ცნობით, გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ: ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე- რაჭის გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.