საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მხატვარი, ნოდარ გაფრინდაშვილი. ის 70- 80-იან წლებში რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ასევე, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან. გააფორმა არაერთი გამორჩეული სპექტაკლი, რომლებიც დღემდე ახსოვს მაყურებელს:
ნ. დუმბაძე „კუკარაჩა“ რეჟ.შ.გაწერელია ,რ.ტომა „მახე“ რეჟ. ზ.სიხარულიძე, ო.ჰენრი „წითელკანიანთა ბელადი“ რეჟ.გ.კიტია.
რუსულ მოზარდში მის მიერ მხატვრულად გაფორმებული სპექტაკლებია: ვ. პანოვი „ლურჯი ფრინველის ძიებაში“ რეჟ.ლ.მირცხულავა , პ.პანჩევი „ოთხი ტყუპის ზღაპარი“ რეჟ. ნ.ჯანდიერი ა.ჩეხოვი „ხელის თხოვნა“ რეჟ.ლ.მირცხულავა, ნ.დუმბაძე „ნუ გეშინია , დედა“ რეჟ. ლ.მირცხულავა, ლ.კრუჩკოვსკი „თავისუფლების პირველი დღე“ რეჟ. ნ.ჯანდიერი და მრავალი სხვა მხატვრის ყველა ნამუშევარი დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულითაა შექმნილი.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.