საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
კუბა ვენესუელისგან ვერც ფულს და ვერც ნავთობს ვეღარ მიიღებს, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუბის ხელისუფლებას შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს, „სანამ გვიანი არ არის“.
„მრავალი წლის განმავლობაში კუბა ვენესუელიდან მიღებული დიდი მოცულობის ნავთობისა და ფულის ხარჯზე ცხოვრობდა. სანაცვლოდ კი, კუბა ვენესუელის ბოლო ორ დიქტატორს „დაცვის მომსახურებას“ უწევდა. მაგრამ ეს აღარ განმეორდება! კუბაში აღარ შევა არც ნავთობი და არც ფული - ნული! მე მათ ვურჩევ, დადონ შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის“, - დაწერა ტრამპმა კვირას თავის სოციალურ ქსელში Truth Social.