საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში მეუღლის სალომე ღვინიაშვილის შესახებ ისაუბრა.
როგორც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ცნობილი ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი მას გვერდით აქტიურად უდგას.

«შოტლანდიის ცხოვრება სალომეს არ ეხებოდა, იმიტომ რომ მაშინ მარტო ვიყავი. ინგლისიდან ჩაერთო ჩემს კარიერაში, ისეთ ტამაშებზე დამყავდა... მერე დედაჩემი და სალომე იჯდნენ და არჩევდნენ თამაშებს. მეორე ნახევრის გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია სპორტსმენისთვის. როცა სახლში მოდიხარ, ყველაფერი გტკივა, წყლის აღება და ჭამა არ შეგიძლია, გჭირდება გვერდით მეუღლე და ადამიანი, რომელიც ხელს შეგიწყობს ყველაფერში. კარგად გაიაზრებს რას არის შეჭიდებული და გვერდით დაგიდგება. მე და სალომემ ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად. სალომეს დიდი ამაგი აქვს ჩემზე პრემიერ-ლიგაში»-განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ზურა ხიზანიშვილმა და სალომე ღვინიაშვილმა 20 წლის წინ იქორწინეს. სალომე 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო და მალევე დაქორწინდნენ. ქორწინებიდან მათ 2 გოგონა ჰყავთ, ტასო და ნიტა ხიზანიშვილები, პირველი ქორწინებიდან სალომეს 1 ბიჭი დათი აბულაძე ჰყავს.