1732386875
რა ვითარებაა ამ დროისთვის ლარსზე
ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ფედერაციიდან შემომსვლელთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა ნაკადი ისევ არ წყდება. პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები ამბობენ, რომ საზღვრამდე მისაღწევად რთული გზის გავლა და საათობით საცობში დგომა უწევთ.
ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ფედერაციიდან შემომსვლელი ადამიანები განსხვავებით გასული დღეებისა, პირად შეხედულებებზე აღარ საუბრობენ, ასევე არ საუბრობენ იმაზე, რატომ მიიღეს საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება. მათი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში დარჩენას არ გეგმას.
"დაახლოებით, სამი დღეა მოვდივარ. მობილიზაციის გამო არ წამოვსულვარ. საქართველოში არ ვჩერდები, თურქეთში მივდივარ სამუშაოდ," - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.