„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ცნობილი რეჟისორის გურამ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი „რეკორდი, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
ფილმის რეჟისორს, მისი გადაღების იდეა ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაბადებია, თუმცა სცენარში, ჩაპეკის ნაწარმოებიდან მხოლოდ „ქვა“ მოხვდა, სიუჟეტი კი სამეგრელოში ჯოტია ცაავასა და მშვენიერი შოუს სიყვარულის ფონზე განვითარდა.
გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ არქივიდან ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელ კობა ღვინიაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ის თაობების საყვარელი გმირის შესახებ საუბრობს:
– ძალიან საინტერესო როლი გქონდათ, დღემდე ახსოვხართ საზოგადოებას…
ცნობილი უცნობი ვარ, ეკრანიდან შეიძლება მიცნობენ, მაგრამ პირადად არავის ვახსოვარ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.
როგორ მოხვდით ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი?
შემთხვევით მოვხვდი ფილმში. გურამ პატარაიამ ბათუმში აღმომაჩინა. მივლინებაში ვიყავი, ერთ-ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით. კარგად ვიცნობდი გურამს და ფილმში გადაღება შემომთავაზა.
– კურიოზებით სავსე გადაღების პროცესი…
ფილმის გადაღება ეს ხომ მთლიანად კურიოზი იყო. "დურუ ხუნჭუას" როლის შემსრულებელს, ძირითადად, გადაღებებზე ვხვდებოდი.
– რას გვეტყოდით "შოუზე"?
"შოუ", მსახიობი არ იყო – სოფელ დიდი ჭყონის მეურნეობის დირექტორის მოადგილის ქალიშვილი იყო. სწორედ იქიდან მოხდა მისი აყვანა. ფილმში პროფესიონალი მსახიობები, მხოლოდ გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), მანუჩარ შერვაშიძე (დურუ) და ევა ხუტუნაშვილი (ცუცა) არიან.
– ფილმის რომელიმე მონაწილესთან ახლა თუ გაქვთ კონტაქტი?
არა, არავისთან არ მაქვს შეხება...
– ამ ფილმის გარდა, გქონდათ სხვა შემოთავაზებები?
ფილმის გადაღების დროს, 26 წლის ვიყავი. მას შემდეგ, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა.